მთავარიპოლიტიკა

რუსეთი იყო და რჩება სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორად: ფაშინიანი

მოხარული ვარ, რომ სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ჩვენ გვაქვს გარკვეული შედეგი, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრისას თქვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეთანხმებები სამმხრივ განცხადებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეცვლის ეკონომიკურ ვითარებას რეგიონში. მაგრამ ეს პროცესი რთული იქნება მანამ, სანამ ჰუმანიტარული საკითხები არ მოგვარდება. განსაკუთრებით ჩვენთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხია სამხედრო ტყვეების, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ასევე გარდაცვლილთა ცხედრების დაბრუნების საკითხი”, – თქვა მან.

ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გაწეული დიდი სამუშაოსთვის და დღევანდელი სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებისთვის.

”რუსეთი იყო და რჩება სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორად”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button