ეკონომიკამთავარი

რატომ თქვა უარი სომხეთმა ატომური ელექტროსადგურის გარემონტებისთვის რუსეთის სესხზე. განმარტავს მინისტრის მოადგილე

რუსული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ სომხეთის ელექტროსადგურის შეკეთებაზე, აგრძელებენ მუშაობას შეუფერხებლად. ევრაზიის ინტეგრაციის საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ამის შესახებ ინფორმაცია გააკეთა სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა.

მან შეახსენა, რომ რუსეთის მთავრობის მიერ გაცემული სესხი მეწამორის ელექტროსადგურის შეკეთებისთვის 270 მილიონი დოლარი იყო, გრანტები კი – 30 მილიონი. საერთო ჯამში 300 მილიონი დოლარიდან, სომხურმა მხარემ დახარჯა დაახლოებით 190 მილიონი დოლარი. სესხის ვადა ამოიწურა 2019 წლის დეკემბერში, მაგრამ მისი გახანგრძლივება ვერ მოხერხდა.

”იმავე პირობებით, რუსულმა მხარემ სესხები გაიღო სხვა ქვეყნებისთვის, ასე რომ, თუ ჩვენ მოვითხოვდით ვადის გახანგრძლივებას, სხვა ქვეყნებიც მოითხოვდნენ”, – განმარტა ვარდანიანმა.

რუსულმა მხარემ შესთავაზა სესხის ვადის გახანგრძლივება 2021 წლის ბოლომდე, მაგრამ იმ პირობით, რომ ბირთვულ ელექტროსადგურში ყველა სამუშაო უნდა დასრულებულიყო. ამასთან, მთელი რიგი პუნქტები, როგორიცაა გამაგრილებელი კოშკების, ქვესადგურების, დიზელის გენერატორის სადგურების შეკეთება, რეალურად არ ჯდებოდა აღნიშნულ ვადებში.

ატომური ელექტროსადგურის კაპიტალური რემონტისთვის სესხი აიღეს 2014 წელს, სამუშაოების დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმებოდა. საუბრისას იმაზე, თუ რა იყო დაბრკოლება პროგრამების განხორციელებისთვის, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მენეჯმენტის თვალსაზრისით აქ არ არის საჭირო მიზეზების ძებნა. 2018 წლის ზაფხულში (ე.ი. “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ – რედ.) სამუშაოების 80% არ იყო შესრულებულა. ამასთან, ვარდანიანის თქმით, საჭირო არ არის ყოფილი ხელისუფლების დადანაშაულება, შეფერხებები წმინდა ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მთავარი სირთულე  იყო ის, რომ სადგურის შეკეთება წარმოების შეჩერების გარეშე უნდა მომხდარიყო. სომხეთს მისი სრული შეჩერება 1-2 წლის განმავლობაში არ შეეძლო. ამიტომაც ისინი იძულებულნი იყვნენ  (და იძულებულნი არიან)  ატომური ელექტროსადგური წელიწადში რამდენიმე თვის განმავლობაში გაეთიშათ, განეხორციელებინათ ნაწილის შეკეთება, შემდეგ კი ხელახლა აემუშავებინათ. სადგური ამ რეჟიმში მუშაობს რამდენიმე წლის განმავლობაში.

ორივე მიმართულებით მუშაობა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას, რაც არ იქნა გათვალისწინებული დაგეგმვისას. ,,Sputnik სომხეთთან“ საუბარში არაერთმა ექსპერტმა გამოთქვა ასეთი აზრი. ბელორუსშიც კი, სადაც ატომური ელექტროსადგური აშენდა ნულიდან, ის მუდმივად უნდა გამორთულიყო და ჩართულიყო, მშენებლობა შეფერხდა. პირველი ენერგეტიკული დანადგარი უნდა ამუშავებულიყო 2020 წლის დასაწყისში, მაგრამ მხოლოდ ახლა შევიდა იგი ექსპლუატაციაში საცდელ – ინდუსტრიული რეჟიმით.

ასეა თუ ისე, ახლაც, როდესაც დანარჩენი სამუშაოები დაფინანსდება სომხეთის მთავრობის საკუთარი სახსრებიდან, ყველა რუსული კომპანია, რომელიც ჩართულია სარემონტო სამუშაოებში, განაგრძობს მუშაობას. სამუშაოს ის ნაწილი, რისი შესრულებაც შეუძლიათ სომხურ ორგანიზაციებს (მაგალითად, ”ჰაიატომის” კვლევითი ინსტიტუტი) ისინი შეასრულებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button