მთავარისაზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ სომხეთის საზღვრის გადაკვეთა

სომხეთის რესპუბლიკაში  სახმელეთო საზღვრით შესვლის მიზნით,  სხვა ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ გადაკვეთონ სომხეთ-საქართველოს საზღვარი, მაგრამ იმ პირობით, რომ მათ ექნებათ  COVID-19- ის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი (არა უმეტეს 72 საათის წინ გაკეთებული).  წინააღმდეგ შემთხვევაში, სინჯების აღება ხდება გამსვლელ პუნქტზე  და შემდეგ პირი უნდა გავიდეს თვითიზოლაციაში, სანამ მიიღებს ტესტის უარყობით შედეგს.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ მიმართა Jnews- ის რედაქციას, რათა გაერკვია, შეეძლოთ თუ არა ქვეყნის დატოვება.

მთავრობის ცხელმა ხაზმა Jnews– ს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე ვერ გადალახავს საზღვარს ვერც  სომხეთის და ვერც რუსეთის მიმართულებით, სანამ საქართველო არ გახსნის საზღვარს ამ ქვეყნებთან.

„საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ გადალახონ არც სომხეთის და არც რუსეთის საზღვარი. საქართველოს ჯერ არ გაუხსნია საზღვარი ამ ქვეყნებთან, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მათ შეიძლება მიიღონ საზღვრის გადაკვეთის უფლება, ამისათვის  უნდა მიმართონ სომხეთის საელჩოს საქართველოში. ამჟამად კი საქართველოს მოქალაქეებს  სომხეთისა  და რუსეთის საზღვრების გადაკვეთის შესაძლებლობა არ გააჩნიათ“, – აცხადებს საქართველოს მთავრობის ცხელი ხაზი.

ნახეთ მეტი
Back to top button