მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის სოციალური ქსელები სავსეა სომეხი ბავშვების მკვლელობის მოწოდებებით. ადამიანის უფლებათა დამცველი

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი არმან თათოიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სოციალური ქსელები სავსეა სომეხი ბავშვების მკვლელობის, წამების, სისხლის დალევისა და სხვა სასტიკი მოპყრობის მოწოდებებითა და სიძულვილით.

”მაგალითად, გამოკითხვები ეწყობა სომეხი ბავშვების სურათებით იმის გასარკვევად, მოკლავენ თუ არა ისინი სომეხ ბავშვს. ყველა მტკიცებულება დეტალურადაა ასახული სომხეთისა და არცახის ადამიანის უფლებათა დამცველთა ერთობლივ სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც მოიცავს ამ ომის პერიოდს და ეხება სომხების მიმართ ორგანიზებულ სიძულვილს და მტრობას აზერბაიჯანში, როგორც ეთნიკური საფუძვლით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სიღრმისეულ მიზეზs“,-აღნიშნულია თათოიანის ჩანაწერში.

ნახეთ მეტი
Back to top button