მთავარისაზოგადოება

სომხეთში არასდროს არ ჰქონია ადგილი ეროვნული უმცირესობების დიკრიმინაციას: სანდიკოვი

სომხეთის ეროვნული ასაბლეის დეპუტატის ალექსეი სანდიკოვის თქმით, ეროვნული უმცირესობის დღის საზეიმოდ აღნიშვნის იდეა დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ  გასულ ზაფხულს უფრო ობიექტურად განიხილეს. მისივე თქმით, ყველა მოქალაქეს ესმის, რომ ასეთი დღის ან დღესასწაულის არსებობა სიმბოლურია და ემსახურება იმ მიზანს, რომ   ეროვნულ უმცირესობებს მიექცეს დამსახურებული ყურადღება.

”სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ სომხეთში არასდროს ყოფილა სიტუაცია, როდესაც ეროვნული უმცირესობები გარკვეულ დისკრიმინაციას განიცდიდნენ ან მათი იგნორირება მომხდარიყო. ამიტომ, ასეთი დღის დაარსების  იდეა  უფრო მეტად  სიმბოლური ხასიათისაა“ – თქვა სანდიკოვმა „სპუტნიკ არმენია“-ს ეთერში.

მისივე თქმით, კომპლექსური ზომებია საჭირო, რომ ყველა თემმა შესძლოს მის მშობლიურ ენაზე სწავლის მიღება, ყურადღება მიექცეს მათი კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

”ვმუშაობთ ამრაკიცში  რუსული  მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენის პროექტზე, არსებობს მრავალი სხვა მსგავსი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა თემების წარმომადგენელი დეპუტატებიც ახორციელებენ მსგავს საქმიანობას მათი თანამემამულეებისთვის, რაც მუდმივი, დინამიური პროცესია”, – თქვა დეპუტატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button