მთავარიპოლიტიკა

არცახის ტერიტორიის დეოკუპაცია მეტად მნიშვნელოვანი საკითხია: არა აივაზიანი

არცახის ტერიტორიის დეოკუპაცია მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დროს.

”ჩვენთვის პრიორიტეტულია ორგანიზება გავუწიოთ არცახის მოსახლეობის დაბრუნებას მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე. როგორც სამმხრივი მეორანდუმის  ხელმომწერი, სომხეთი მზადაა ნაბიჯები გადადგას რეგიონის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პოტენციალის ურთიერთსარგებლიანი გამოყენებისკენ. მაგრამ წარმატების მისაღწევად საჭიროა ურთიერთნდობა”, – თქვა მინისტრმა.

აივაზიანმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საფუძველში დგას არცახელი  ხალხის თვითგამორკვევის უფლება. სომხეთი მზადაა გააგრძელოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, ძირითადი პრინციპების საფუძველზე.

მისივე თქმით, არსებული ვითარება გამოიწვია ძალის გამოყენებამ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალის გამოყენებით არ მოგვარებულა არანაირი კონფლიქტი. ძალას  შეუძლია შექმნას ახალი ეტაპი კონფლიქტში, მაგრამ ვერ გადაწყვეტს კონფლიქტს. აივაზიანმა აღნიშნა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებით დასრულებული პოლიტიკური შეთანხმებით, რომელიც პატივს სცემს ყველას უფლებებს, შესაძლებელია ომის მიზეზების აღმოფხვრა.

გარდა ამისა, აივაზიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ტყვეთა  დაბრუნების საკითხებს მაღალ დონეზე აწარმოებს, ამ მიზნით  იგი თანამშრომლობს საერთაშორისო სტრუქტურებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button