საერთაშორისო

საქართველოს ავიაკომპანია დროებით ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ერევან-მოსკოვის მიმართულებით

პირველად კორონავირუსის ეპიდემიის დროს, კომპანია „საქართველოს ავიახაზები“ ახორციელებს ჩარტერულ რეისებს თბილისიდან მოსკოვისაკენ ერევნის გავლით გამონაკლისის წესით. ინფორმაციას ავრცელებს RIA Novosti  ავიაკომპანიის მითითებით.

„ავიაკომპანიამ  რამდენიმე  ფრენა განახორციელა მოსკოვისაკენ, მაგრამ ეს იყო დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა საახალწლო დღესასწაულებს. ჯერ არ ვიცით, განხორციელდება თუ არა ასეთი ფრენები მომავალში”, – ნათქვამია ცნობაში.

აღინიშნა, რომ კორონავირუსის გამო, საქართველომ დახურა ყველა საზღვარი და შეაჩერა საჰაერო კომუნიკაცია ყველა ქვეყანასთან.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა აღედგინა რეგულარული საჰაერო კომუნიკაცია ზოგიერთ ქვეყანასთან, ძირითადად ევროპულთან. საქართველოში რეგულარული საერთაშორისო საჰაერო კომუნიკაციის შეზღუდვა ძალაშია 2021 წლის 31 იანვრამდე. ამ პერიოდის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად.

ნახეთ მეტი
Back to top button