ეკონომიკა

სომხეთში აიკრძალა შავი და ფერადი ლითონების ნარჩენებისა და ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტი: სშკ

დროებითი აკრძალვა დაწესდა შავი და ფერადი ლითონების  ნარჩენების ექსპორტზე. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

”სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის  14.01.2021 წლის No28-N  გადაწყვეტილებით დაწესდა დროებითი აკრძალვა შავი და ფერადი ლითონების ნარჩენებზე,  შავი მეტალისაგან დამზადებული მილების, მათი ფიტინგების, ლითონის კონსტრუქციების, აგრეთვე ლითონის ფილების და თუჯის გამოყენებული რადიატორების ექსპორტზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტი აცხადებს, რომ ეს აკრძალვა ძალაში იქნება ექვსი თვის განმავლობაში.

გადაწყვეტილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეათე დღეს. ამის შემდეგ, საბაჟო ორგანოები გააძლიერებენ კონტროლს გადაწყვეტილების დებულებების დაცვაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button