
სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში ტიგრან ბალაიანი ხედავს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობას.
ამის შესახებ ბალაიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ ალიევის რეჟიმი არაფრად აგდებს ევროკავშირის საბჭოს მოწოდებებს.
”ორი თვის წინ, 2010 წლის 19 ნოემბერს, ევროკავშირის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მხარეებს მოუწოდებენ ნაბიჯები გადადგან მთიანი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით, მაგრამ ამაოდ. დღემდე ილჰამ ალიევის რეჟიმი საპირისპიროს აკეთებს”, – წერს ელჩი.
ტიგრან ბალაიანმა დაამატა, რომ ერთადერთი სწორი გზა ალიევისათვის სანქციების დაწესებაა.







