მთავარიპოლიტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ, უარი თქვა სამხრეთ ოსეთის შესახებ მოთხოვნაზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, და აგვისტოს ომის დროს განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ამავე დროს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია  საქართველოს ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

თითქმის 12 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამისად, რუსეთი ვერ აგებს პასუხს ინციდენტებისთვის, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სამხრეთ ოსეთის მოვლენების დროს რუსული სამხედრო მოსამსახურეების მიერ ქართული არმიის მიმართ, სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ჯარის და ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმის მოგერიებისას.

ნახეთ მეტი
Back to top button