მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა მისი სამხედრო დანაშაულების დაფარვის მიზნით პოლონელ პოლიტიკოსს შესთავაზა 50000 აშშ დოლარი

პოლონელმა პოლიტიკოსმა ტომაშ ლეხ ბუჩეკმა განაცხადა, რომ ბაქომ მას 50000 დოლარი შესთავაზა, თუ ის არ გამოაქვეყნებს წიგნს აზერბაიჯანის მიერ არცახში სომხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობების შესახებ.   ეს სენსაციური განცხადება გააკეთა ბუჩეკმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.  მან ასევე გამოაქვეყნა სკრინშოტი, რომელიც ადასტურებს მოსყიდვის მცდელობას.

„პრეზიდენტმა ალიევმა ალბათ გაიგო  ჩემი გამოქვეყნების შესახებ.  50 000 აშშ დოლარის  შემოთავაზება მივიღე, რომ არ გამჟღავნებულიყო სომხების წინააღმდეგ არცახში (მთიანი ყარაბაღში) აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი სამხედრო  დანაშაულების შესახებ.  ჩემი პასუხი ბაქოს:  „გაათავისუფლეთ სომეხი ჯარისკაცები!“, –  თქვა პოლიტიკოსმა.

მანამდე პორტალ Infoteka24 –  მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თომას ლეხ ბუჩიჩმა შეაგროვა 120 000 – ზე მეტი ხელმოწერა, რომ აზერბაიჯანი წარსდგეს  ჰააგის სასამართლოს წინაშე არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულობებისათვის.  

აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი   დანაშაულების შესახებ ყველა ფაქტი გამოქვეყნდება 1000-2000 ეგზემპლარად, გადაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ცალკეულ პოლიტიკოსებს.

ნახეთ მეტი
Back to top button