მთავარიპოლიტიკა

ევროსაბჭომ დაგმო აზერბაიჯანის სამხედრო დანაშაულები, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი დაუსჯელი არ უნდა დარჩნენ. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა დაგმო თურქეთის მიერ სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან უცხოელი შეიარაღებული ტერორისტების გადაყვანა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ამის შესახებ “არმენსპრესთან” საუბრისას განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანა ნაღდალიანმა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის პოზიციას ჰუმანიტარული საკითხების, კერძოდ, ტყვეების დაუყოვნებლივი დაბრუნების შესახებ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მოხსენება-რეზოლუციებში ბევრი მნიშვნელოვანი დებულებაა გაწერილი.

”ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ევროპარლამენტმა არა მხოლოდ დაგმო სამხედრო დანაშაულები, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის, რელიგიური ძეგლების მიზანში ამოღება, არამედ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

ჩვენ ვეთანხმებით ევროპარლამენტის მოწოდებას, რომ თურქეთმა თავი შეიკავოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ნებისმიერი ჩარევისგან, მათ შორის აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარებით, და უარი თქვას მის დესტაბილიზაციურ მოქმედებებზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში სათანადოდ აისახა არცახის მოსახლეობის უსაფრთხოების, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა იმოქმედა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, არცახისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის  პოზიციებიდან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მნიშვნელობას, ამგვარი რეზოლუციების სახით ხელი შეუწყოს ომის მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრას, რაც, რეზოლუციის თანახმად, გულისხმობს აგრეთვე  ”ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ჩარჩოებში მთიანი ყარაბაღის საკითხის ხანგრძლივ გადაჭრას და შემდგომი სამართლებრივი სტატუსის გადაწყვეტას თანათავმჯდომარეობის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტალურ პრინციპებზე დაყრდნობით“.

ისევე როგორც ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მთიანი ყარაბაღის საკითხი  ემყარება არცახის მოსახლეობის თვითგამორკვევისა და უსაფრთხოების უფლებას”, – აღნიშნა ნაღდალიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button