მთავარიპოლიტიკა

ნაირა ზოჰრაბიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ისაუბრა სომეხი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ

სომხეთის საპარლამენტო ჯგუფის წევრმა ნაირა ზოჰრაბიანმა საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და დევნილთა კომიტეტში ისაუბრა სომეხი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლად დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციისა და ლტოლვილთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული კრიზისის საკითხი, რომელიც მალე გახდება საპარლამენტო ასამბლეის მოხსენება.

მოხსენების ავტორი  უნდა იყოს სომხეთში, აზერბაიჯანში და სომხური მხარის წინადადებით შეეცდება იყოს არცახში.

ზოჰრაბიანმა აღნიშნა, რომ დისკუსიის დროს აზერბაიჯანელმა დელეგატმა რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ მომხსენებელმა უნდა მიიღოს აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვა არცახში წასვლის შესახებ.

”ვინაიდან მოხსენება ძირითადად შეეხება ომის ჰუმანიტარულ ასპექტს, მე ვისაუბრე ორ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც მიმაჩნია სასწრაფოდ გადასაჭრელ საკითხებად. პირველი არის სამხედრო ტყვეების საკითხი, რომლებიც ომის დასრულებისთანავე უნდა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, რაც აქამდე არ გაკეთებულა და მომხსენებლის ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ უარს ამბობს სომეხი სამხედრო ტყვეები და ტყვედ ჩავარდნილი სამოქალაქო პირების დარუნებაზე, არამედ, მათ დივერსანტებად აცხადებს, რაც ყველა საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციის უხეში დარღვევაა. მეორე საკითხი, რომელსაც მე შევეხე, არის არცახიდან იძულებით გადაადგილებული არცახელების საკითხი, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილები და სახლები, რაც ამ კატასტროფული ომის ერთ-ერთი ჰუმანიტარული შედეგია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს”, – დაწერა ზოჰრაბიანმა.

დეპუტატის თქმით, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგატებმა კიდევ ერთხელ სცადეს  მათ მიერ დაწყებული ომის ხასიათისა და შინაარსის დამახინჯება, შეეცადნენ წარმოედგინათ ის, როგორც 90 – იან წლებში სომხების მიერ დაწყებული გენოციდის გაგრძელება.

ზოჰრაბიანი ამბობს, რომ სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა მსგავსი განცხადებების სრული უგუნურობა, კიდევ ერთხელ დაჟინებით გაიმეორა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი არიან ომის დამნაშავეები და პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართლის წინაშე.

ნახეთ მეტი
Back to top button