
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უსახსოვრა ფილმის “მიმინოს” ერთ-ერთი საყვარელი ეპიზოდის ამსახველი ფოტოსურათი. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა.
”სომხეთსა და საქართველოს, სომეხ და ქართველ ხალხებს აერთიანებს საუკუნოვანი კეთილმეზობლური კავშირები, ჩვენი ისტორია მდიდარია მრავალი ეპიზოდით, რაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მტკიცებულებაა”, – თქვა აივაზიანმა შეხვედრისას.
”ამ სულისკვეთებამ თავისი ნათელი გამოხაულება ჰპოვა მინისტრ აივაზიანის მიერ მის ქართველ კოლეგა ზალკალიანისთვის გადაცემულ სუვენირში, რომელიც ასახავს ფილმის ”მიმინოს” ერთ-ერთ საყვარელ ეპიზოდს”, – წერს ანა ნაღდალიანი.







