
აშშ-ს სახელმწიფო სამდივნომ პასუხი გასცა ამერიკის ხმის შეკითხვას, აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოოების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლის თანახმად,ბაქოში აშშ-ის ელჩმა ლი ლიცენბერგერმა მიულოცა აზერბაიჯანს “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” და გამოხატა ამერიკული კომპანიების მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ ბაქოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების აღდგენაში.
კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში ნათქვამია:
”ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი გასული წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტის ზეგავლენის გამო და კარგად ვიცით, რომ რეგიონში ჰუმანიტარული საჭიროებები არსებობს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის პროცესს და მზად არის დაეხმაროს მხარეებს ჰელსინკის საბოლოო აქტის – ძალის ან ძალის მუქარის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თანაბარი უფლებების და ხალხთა თვითგამორკვევის საფუძველზე კონფლიქტის საბოლოო მოგვარებაში”.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე დაამატა: ,,შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადებები დამაჯერებლად წარმოადგენს ჩვენს პოზიციებს გარკვეულ საკითხებში. უცხოური წყაროების დახასიათებას – არა. ამიტომ, ჩვენ მივუთითებთ ელჩ ლიცენბერგერის Twitter- ის ჩანაწერს ამ შეხვედრის შესახებ”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.
შეგახსენებთ, რომ ბაქოში აშშ-ს საელჩომ 30 იანვარს გააკეთა ტვიტერში აშშ-ს ელჩისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის შეხვედრის შესახებ, სადაც კერძოდ ნათქვამია:
,,ოთხშაბათს, ელჩი ლიცენბერგერი შეხვდა ეკონომიკის მინისტრ ჯაბაროვს და განიხილა აშშ-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობა. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური რეკონსტრუქცია და შერიგება, რაც ხელს შეუწყობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას’’.







