
19 თებერვალს ბაქოში გაიმართება აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ბაქოს 18 თებერვალს ეწვევა, ხოლო საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 19 თებერვალს.
დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის ორმხრივი შეხვედრები თურქ და ქართველ კოლეგებთან.







