კულტურამთავარი

სომხური არქიტექტურული პროექტები თანამედროვე არქიტექტურის ევროკავშირის პრემიის ნომინანტთა სიაში

სამი სომხური არქიტექტურული პროექტი: დილიჯანის ჰოვერ ბუტიკ ჰოტელი, ვანაძორის ტექნოლოგიური ცენტრი და ,,სომხეთის ბავშვთა“ ფონდის სმართ ცენტრი შევიდა 2022 წლის თანამედროვე არქიტექტურის ევროკავშირის პრიზის ნომინანტთა სიაში.

სომხური პროექტები პირველად შედის პრიზის ნომინანტთა სიაში.

თანამედროვე არქიტექტურისთვის ევროკავშირის პრიზი გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ, რაც ხაზს უსვამს ევროპაში აშენებულ განსაკუთრებულ არქიტექტურულ ნამუშევრებს. იგი გადაეცემა ინდივიდუალურ არქიტექტურულ ნამუშევრებს, რომლებიც წარმოაჩენენ კონცეპტუალურ, სოციალურ, კულტურულ და ტექნიკურ სრულყოფილებას და გავლენას ახდენენ ევროპული ქალაქებისა და სოფლების მდგრად განვითარებაზე.

გარდა მთავარი პრიზისა (60 000 ევრო), ასევე მიენიჭება დამწყები არქიტექტორის პრემია (20 000 ევრო).

ნახეთ მეტი
Back to top button