კულტურამთავარი

ტოსკანაში გამოფენილია ვიგენ ავეტისის ძეგლი “სომეხთა დედა”

იტალიაში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ვიგენ ავეტისის “სომეხთა დედის” ძეგლი ამჟამად გამოფენილია ტოსკანას კავრილიას თემის საბჭოს წინ. ფოტოები განთავსდა საელჩოს Facebook გვერდზე.

“სომეხთა დედის” ძეგლი ეძღვნება სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს.

მოქანდაკემ ძეგლში შექმნა დედის გამოსახულება, რომელიც იცავს მსოფლიოს ოთხ კუთხეში მყოფ თავის შვილებს. დედის მოსასხამი დასავლეთ სომხეთის სიმბოლოა თავისი ეკლესიებით. დედის მხრები არარატის მთას ჰგავს.

ეს ბრინჯაოს ძეგლი გამოიფინა ფლორენციაში, სიენაში, ევროპის არაერთ ქალაქში, როგორიცაა მარსელი, პარიზი, ბრიუსელი, ჟენევა და კოპენჰაგენი. 2015 წლის აპრილში ძეგლი გამოიფინა ვატიკანში, სადაც რომის პაპმა ჩაატარა სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტურგია.

ნახეთ მეტი
Back to top button