
რუსეთი მიიჩნევს, რომ სომხეთში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები რესპუბლიკის შინაგანი საქმეა და მოსკოვს არ შეუძლია განსხვავებული პოზიცია დაიკავოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ ხუთშაბათს რადიოსადგურ “გოვორიტთან” ინტერვიუში.
„ეს არის სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმე, ეს არის პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, ამიტომ სხვა შეფასებები არ შეიძლება იყოს”, – თქვა მან.







