ეკონომიკამთავარი

სომხური ნაღმსატყორცნების ნაღმები სერიული წარმოების ეტაპზეა. ვიდეო

მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე წარმოადგინა სომხური წარმოების OG-7V საბრძოლო ნაღმები. ვიდეოში ნაჩვენებია პროცესი დაწყებული ნაღმის შექმნიდან მისი გამოყენების პროცესამდე.

 ”OG-7V საბრძოლო გასროლა გამიზნულია მტრის ქვეითი და სამხედრო ტექნიკის დაზიანებისათვის. ”მან გაიარა სახელმწიფო ტესტირება და ახლა სერიული წარმოების ეტაპზეა”, – წერს მინისტრი.

მისივე თქმით, ინოვაციური განვითარების პარალელურად, ძალზე მნიშვნელოვანია შეიარაღების უკვე ადგილობრივი წარმოების ორგანიზება, როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად.

არშაკიანმა შეახსენა, რომ სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ამ და სხვა მოვლენების გაცნობა შეიძლება 25-27 მარტს დემირჭიანის სახელობის სპორტულ- საკონცერტო კომპლექსში თავდაცვის ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის “Armhaitech” ფარგლებში.

https://www.facebook.com/2195458857147477/videos/883361355571871

შეგახსენებთ, რომ “Armhaitek” არის იარაღისა და თავდაცვის ტექნოლოგიების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა, რომელიც სომხეთში 2016 წლიდან ტარდება.

იგი ტარდება როგორც საგამოფენო და პრაქტიკული ღონისძიებების კომპლექსი -თანამედროვე მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური დამუშავებების და თანამედროვე იარაღის წარმოების, სამხედრო ტექნიკის წარმოებისა და შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მზა გადაწყვეტილებების მასშტაბური დემონსტრირების მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button