
10 მარტს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ვაღარშაკ ჰარუთიუნიანსა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ, არმიის გენერალ სერგეი შოიგუს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი.
ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. ისინი ასევე შეეხნენ რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მიერ შესრულებული მისიის განმავლობაში.







