მთავარიპოლიტიკა

სომხეთი იწვევს დიასპორის სომეხ სპეციალისტებს იმსახურონ სომხეთის რესპუბლიკის მმართველობით სისტემაში

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის საკითხებში მთავარი კომისრის აპარატმა დაიწყო პროგრამა “iGorts” 2021, რომელიც აკადემიური სერთიფიკატისა და სამუშაო გამოცდილების მქონე დიასპორის 50 სომეხ მაღალხარისხოვან სპეციალისტს საშუალებას მისცემს იმუშაონ სომხეთის სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში.

ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პროგრამა მეორედ ხორციელდება და 2021 წლის განაცხადები მიიღება 15 აპრილამდე სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ვადის ამოწურვის შემდეგ, დაიწყება განაცხადების განხილვის პროცესი და პირველ ეტაპში გასული მონაწილეები, მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. საბოლოო შერჩევის შემდეგ, დიასპორის სომეხი სპეციალისტები ერთი წლის ვადით დასაქმდებიან შესაბამის უწყებებში.

IGorts არის პირველი პროგრამა სომხეთის რესპუბლიკის ისტორიაში, რომლის ფარგლებშიც დიასპორის სომეხი სპეციალისტები სახელმწიფო დონეზე მოიწვევიან სამუშაოდ სომხეთის მთავრობაში, რომლის ხარჯებს მთლიანად ფარავს სახელმწიფო. პროგრამა არამარტო სთავაზობს მმართველ სისტემაში მუშაობის უპრეცედენტო შესაძლებლობას, არამედ  სახელმწიფო მშენებლობის საქმეში ფანჯარას უხსნის დიასპორის სომხებს სამშობლოსთან უფრო ღრმა კავშირის შესაქმნელად.

დიასპორის საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისმა iGorts პირველად დაიწყო 2020 წლის გაზაფხულზე, დიასპორის პროფესიული პოტენციალის მოზიდვით სომხეთ-დიასპორის ურთიერთობების განმტკიცების მიზნით. ამჟამად 19 დეპარტამენტში მუშაობს 51 დიასპორის სომეხი სპეციალისტი 19 სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სპეციალისტებს მიიღებენ ავიაბილეთს (სომხეთის და უკუ მიმართულებით), ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის საფასურს, ბინადრობის საფასურს და ჯანმრთელობის დაზღვევას.

2021 წელს პროგრამა დაიწყება 1 სექტემბერს და გაგრძელდება 12 თვე.

ნახეთ მეტი
Back to top button