გაეროს „ იუნისეფის“ წარმომადგენლის აზერბაიჯანის სასარგებლოდ “ჯაშუშობის” ამბების კვალდაკვალ – რას ამბობს ეუს-ი

სომხეთში გაეროს „იუნისეფის“ წარმომადგენლის მარიან კლარკ-ჰეტინგის მიერ აზერნაიჯანის სასარგებლოდ „ჯაშუშობის“ შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განუცხადა „Sputnik სომხეთს“.
ამ დღეებში ინტერნეტში გავრცელდა ჭორები მარიან კლარკ-ჰეტინგის შესახებ, რომ მან სომხეთი დატოვა, რადგან იგი ჯაშუშობდა აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა „Sputnik სომხეთს“ განუცხადა, რომ კლარკ-ჰეტინგს სომხეთში ვადა შეუწყდა მანდატის განხორციელებაში არსებული ხარვეზების და მუშაობის არაოპერატიული სტილის გამო.
ეუს- სგან ასევე დავინტერესდით, ტარდებოდა თუ არა გამოძიება ჯაშუშობის ბრალდებებზე მარიან კლარკ- ჰეტინგის მიმართ. „ეუს-ი ყოველდღიურად ახორციელებს სამუშაოებს, რომლებიც მიზნად ისახავს პრობლემების მოგვარებას, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში”, – აღნიშნულია ჩვენი კითხვის საპასუხოდ.
ამავდროულად, წერილობით შეკითვვა გავიგზავნეთ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას სომხეთში და ვკითხეთ, თუ რა ნაკლოვანებებზე ლაპარაკობს საგარეო საქმეთა სპიკერი, ჰქონდა თუ არა პრობლემები კლარკ-ჰეტინგის მუშაობასთან დაკავშირებით.
გაეროს იუნისეფის სომხეთის წარმომადგენლობის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ზარა სარგსიანმა თქვა, რომ კლარკ-ჰეტინგი არის მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც სომხეთში თანამდებობის დაკავებამდე იყო გაეროს იუნისეფის წარმომადგენელი მალაიზიაში – წერს „Sputnik სომხეთი“.







