
ცოტა ხნის წინ შედგა ჩემი შეხვედრა ფრაქცია “აყვავებული სომხეთის” ლიდერ გაგიკ წარუკიანთან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
”შეხვედრის დროს ჩვენ ავღნიშნეთ, რომ არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის საუკეთესო გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრაქციასთან „ ჩემი ნაბიჯი“, ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ ლიდერთან ედმონ მარუქიანთან ჩემი განხილვების გათვალისწინებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთის რესპუბლიკაში 20 ივნისს გაიმართება“, – წერს პრემიერ მინისტრი.







