
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იქნება პრემიერ მინისტრის კანდიდატი მმართველი ბლოკიდან “ჩემი ნაბიჯი”. ამის შესახებ 22 მარტს ჟურნალისტებს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამ კითხვაზე პასუხი აშკარაა.
”მე არ მიმიღია მონაწილეობა რაიმე განხილვაში და არც საბჭოს წევრი ვარ, მაგრამ პასუხი აშკარაა”, – თქვა ბადასიანმა.
მისივე თქმით, ყველაფერი მხოლოდ მოქალაქეების არჩევანზე იქნება დამოკიდებული და ხელისუფლებამ მათ ასეთი შესაძლებლობა უნდა მისცეს.







