მთავარიპოლიტიკა

ან ბაქო ვერ აკონტროლებს სამხედრო ნაწილებს არცახის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან ამას განზრახ აკეთებს – არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აზერბაიჯანულმა მხარემ ორჯერ მიმართა პროვოკაციას, რათა ხელი შეეშალა არცახის რესპუბლიკის მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების აღდგენისთვის.  ამის შესახებ განცხადებას აქვეყნებს  არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ქვები  დაუშინეს  სამოქალაქო მანქანებს  რომლებიც მოძრაობდნენ წითელი ბაზარი – სტეპანაკერტის და სტეპანაკერტი – გორისის გზებზე. უფრო მეტიც, მეორე შემთხვევაში, თავს დაესხნენ მანქანას, რომელსაც აზერბაიჯანის, თურქეთისა და საერთაშორისო ტერორისტების მსხვერპლთა ნეშტი გადაჰქონდა.

ამგვარი პროვოკაციები არცახის  მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ აჩვენებს, რომ ბაქო ვერ აკონტროლებს აზერბაიჯანულ ჯარებს არცახის  ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განზრახ  დაარღვია რეგიონის სტაბილურობა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამშვიდობო მისია.

ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს ინციდენტები ასევე არის აზერბაიჯანის ჯარების უკანონო ყოფნის შედეგი არცახის  ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამგვარი პროვოკაციული ქმედებების თავიდან აცილება მაქსიმალურად  უნდა მოხდეს და შესაბამისად უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები და მონაწილეები. დაუსჯელობას  და უმოქმედობას  რეგიონში შესაძლებელია  არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს.  

ნახეთ მეტი
Back to top button