
სომხეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თუ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მომდევნო კვირას გამოკითხულთა 31,7% მზადაა ხმა მისცეს ბლოკს “ჩემი ნაბიჯი”, ამის შესახებ 31 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთში “GALLUP International Association” – ის სრულუფლებიანმა წევრმა, შპს “MPG” – ს დირექტორმა არამ ნავასარდიანმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მოქალაქეებს სთხოვეს უპასუხონ შემდეგ კითხვას: რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ კვირას ტარდებოდეს? შედეგები ასეთი სახის იყო: 31,7%” – ჩემი ნაბიჯი”, 5. 9% – სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, 4,4% – “აყვავებული სომხეთი”, 2,7% – “ნათელი სომხეთი”, 2.4% სომხეთის რესპუბლიკური პარტია, 2.1% – სომხეთის რევოლუციონერი დაშნაკები, მისივე თქმით, წინა გამოკვლევასთან შედარებით, ცვლილებები თითქმის არ შეიმჩნევა.
26-29 მარტს სატელეფონო გამოკითხვებში 801 ადამიანი მონაწილეობდა.







