
რუსეთთან ურთიერთობების განვითარება არის და იქნება სომხეთის მთავრობის ერთ- ერთი პრიორიტეტი, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა RIA Novosti- სთან ინტერვიუში განაცხადა.
„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ეს სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან სომხეთ-რუსეთის მოკავშირეთა ურთიერთობები ყველა სფეროში განვითარდება ჩვენი ხალხების ურთიერთნდობის და მრავალსაუკუნოვანი მეგობრული კავშირების საფუძველზე“, – თქვა ფაშინიანმა.







