ეკონომიკამთავარი

სომხეთს ეყოლება საკუთარი საჰაერო ტვირთის გადამზიდავი გადაჭრის თუ არა “Haypost Air” სტრატეგიულ პრობლემას?

Haypost შედის საჰაერო ტვირთების ბაზარზე თავის ახალ შვილობილ კომპანიასთან, Haypost Air- ით, რომელსაც რამდენიმე თვითმფრინავი ეყოლება. სომხური საჰაერო გადამზიდავი კომპანიის დაარსება გადაჭრის რიგ მნიშვნელოვან საკითხს: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საფოსტო გზავნილების პროცესი, შემცირდება საერთაშორისო ფოსტის მიწოდების დრო. მაგრამ რაც მთავარია, ამით შეიძლება გადაიჭრას სტრატეგიული საკითხი, დღემდე სომხეთს არ ჰქონია საკუთარი სატვირთო თვითმფრინავები.

დაარსების პროცესში მყოფი კომპანია Haypost Air პირველი იქნება სომხეთის ბაზარზე, რომელიც განახორციელებს საჰაერო ტვირთის გადაზიდვას. ეს კომპანია, რომელიც იქმნება როგორც “Haypost”-ის შვილობილი კომპანია, პირველ რიგში დაკავდება ფოსტის გადაზიდვით, მაგრამ განახორციელებს ტვირთის გადაზიდვასაც. “რადიოლურთან” საუბრისას, კომპანია “Haypost” – ის პრესსამსახურის პასუხისმგებელი გევორგ აბრაჰამიანი ამბობს, რომ ჯერ არ არის განსაზღვრული კონკრეტული კომპანიის ამუშავების თარიღები. ეს დაკავშირებულია ლიცენზირებასთან და საავიაციო ფლოტის შევსებასთან. ამ დროისთვის საავიაციო ტრანსპორტირების ტარიფებზე საუბარი ნაადრევია, ამბობს ჩემი თანამოსაუბრე, მაგრამ ის დარწმუნებულია ერთ საკითხში: რა თქმა უნდა,  ფასები შემცირდება, და საფოსტო ტრანსპორტირება დაჩქარდება.

”სომხური კომპანიის საქმიანობით, საფოსტო გადაზიდვების დრო შემცირდება. ტარიფებზე საუბარი ნაადრევია ისინი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ყალიბდება, რომელთაგანაცაა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ხარჯები”, – ამბობს აბრაჰამიანი.

საავიაციო სფეროს ექსპერტი ნავიკ ხაჩატრიანი ამ კომპანიის დაარსებას მნიშვნელოვნად თვლის პირველ რიგში ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ომის დროს ძალზე გვჭირდებოდა ჩვენი საკუთარი სატვირთო თვითმფრინავები, ვნახეთ, ჩვენ მტერ ქვეყნებს როგორ გადაჰქონდათ ტვირთი საკუთარი თვითმფრინავებით.

”ომის დროს ჩვენ ვნახეთ, როგორ ახორციელებდნენ მტერი ქვეყნები დღეში ათეულობით ფრენას რამდენიმე სატვირთო თვიტმფრინავით, ჩვენ კი არ გვქონდა თვითმფრინავი, და არავინ დაგვეხმარა. ჩვენ ერთი თვითმფრინავით ჩავერთეთ ომში, და ასეთი დასასრული მივიღეთ. სატვირთო თვითმფრინავების ქონა დიდი სარგებელი იქნება ამ პრობლემის გადასაჭრელად. ”რაც უფრო მეტი თვითმფრინავი გვაქვს, მით უკეთესი”, – ამბობს ნავიკ ხაჩატრიანი.

სომხეთს არასდროს ჰქონია საკუთარი სატვირთო თვითმფრინავები. ამიტომ, მათი არსებობა ახლა დიდი აუცილებლობაა, ასევე ეპიდემიის თვალსაზრისითაც. ჯერჯერობით ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა სატვირთო გადაზიდვები სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: ”არმავია”, ”ფლაი დუბაი”, ”ეირ ფრანს”, ავსტრიის ავიახაზები და ა.შ. მაგრამ ტვირთის გადაზიდვის ადგილობრივი კომპანია რომ გვქონდეს, ჩვენ ნამდვილად გვექნება დაბალი ტარიფები, ამბობს სპეციალისტი.

”სტეფანაკერტის აეროპორტის ექსპლუატაციაში მიღების შემთხვევაში, კარგო თვითმფრინავით ტვირთის გადაზიდვის და ფრენების შესრულების დიდია შესაძლებლობაა”, – ამბობს ხაჩატრიანი.

სატვირთო თვითმფრინავების ქონა ქვეყნისთვის მართლზომიერი და მნიშვნელოვანია. დროა სომხეთს ჰქონდეს საკუთარი. ამას ასევე ექნება დამატებითი დადებითი ეფექტი. უპირველეს ყოვლისა, ჩართულები იქნებიან საავიაციო დარგის წამყვანი სპეციალისტები, გარდა ამისა, საავიაციო ტვირთის გადამზიდავი კომპანიის შექმნა გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე საგადასახადო შემოსავლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button