მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა სომხეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობის განხილვა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შესთავაზა განიხილოს სომხეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ასეთი წინადადება ფაშინიანმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გააკეთა.

“იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ სტრატეგიულ ინვესტიციებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს. ამ მხრივ, მსურს თქვენთან ერთად განვიხილო სომხეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button