პოლიტიკა

“კარმირ ბლურში” ურარტული ფენა აღმოაჩინეს

 გათხრები მიმდინარეობს “ერებუნის” ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალ-მუზეუმის “კარმირ ბლურის” ფილიალში.

ჩრდილოეთ-სამხრეთის საავტომობილო გზის არგვანდ-შირაქის კვანძის დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობის დროს თიხის ჭურჭელი იპოვნეს, რის შესახებაც მშენებლებმა კარმირ ბლურის” ფილიალის ხელმძღვანელს ვაჰე სარგსიანს აცნობეს. ფართობი 25 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სამშენებლო სამუშაოები იქ შეჩერებულია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნებართვით, ერებუნის მუზეუმის გათხრების ჯგუფი, მუზეუმის დირექტორის, არქეოლოგის მიქაელ ბადალიანის მეთაურობით, ამ ტერიტორიაზე 3 აპრილიდან ნებაყოფლობით ატარებს გათხრებს. მიქაელ ბადალიანის თქმით, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაზიანებულია საბჭოთა პერიოდში მანქანების მოძრაობის გამო.

მონაკვეთის ხელუხლებელ ნაწილში ნაპოვნი იქნა ჭურჭლის სხვადასხვა ნიმუშები, მათ შორის ქილის ფრაგმენტი ბრჭყვიალა ზოლებით, ელიტური ურარტული ჭურჭლის კომბინაცია, თასი, ადგილობრივი ქილების სხვადასხვა ფრაგმენტები, რომლებიც თარიღდება ძვ.წელთაღრიცხვამდე მე-8-6 საუკუნეებით. როგორც იშვიათი ნიმუში, გამოირჩევა ლურსმული წარწერით მოხატული ჭურჭლის ნაჭერი, რომელიც შეავსებს მუზეუმის კოლექციას.

ნაპოვნი ჭურჭელი მუზეუმის რესტავრაცია-ფიქსაციის ლაბორატორიაში ირეცხება, იწმენდება, ზოგიერთი ფრაგმენტი ფიქსირდება რაც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა მთელი ნივთის შესახებ.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი მ. ბადალიანი აღნიშნავს, რომ ჩანს რეგულარული ქვებით მოპირკეთებული კონსტრუქციის კვალი. ”გათხრები ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს შესაძლო მთავარწყარო. ექსპონატებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ ცხოვრება იყო, ხალხი აქტიურ საქმიოანობას ეწეოდა, ხოლო როგორს, რამდენიმე დღეში გავარკვევთ, როდესაც მივაღწევთ მონაკვეთის იმ ფენას, რომელიც უკვე ჩანს. ეს შეიძლება მავზოლეუმიც იყოს”.

გათხრები ნებადართულ ვადაში 11 აპრილს დასრულდება. მიღებული წესის თანახმად, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამი თვის განმავლობაში გადაეცემა შესაბამისი დასკვნა, გამოქვეყნდება სამეცნიერო სტატიები.

ნახეთ მეტი
Back to top button