მთავარიპოლიტიკა

როგორი სომხეთის ნახვა სურს რუსეთს? არმენ სარქისიანმა წარმოადგინა 2 ვარიანტი

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უნდა განვითარდეს ფორმულის „მისია  ორისთვის“ საფუძველზე. „Sputnik Armenia- სთან ინტერვიუში ასეთი აზრი გამოთქვა სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა.

მისი თქმით, ასეთი მისია შეიძლება იყოს რეგიონში, დიდ ევრაზიასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის პირობების შექმნა. მან შეახსენა, რომ სომეხ-რუსმა ხალხებმა გაიარეს ასობით ისტორიული განსაცდელი, მათ შორის ორი მსოფლიო ომი და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად არიან დაინტერესებული საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემის შექმნით, რომელიც ადეკვატურად პასუხობს მოსალოდნელ გამოწვევებსა და საფრთხეებს.

”რუსეთი დიდი ბირთვული ძალაა უძველესი საიმპერატორო ტრადიციებით, სომხეთი არის პატარა რესპუბლიკა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ დიასპორაზე, რომელიც ძალიან კარგად არის ინტეგრირებული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სან – ფრანცისკოდან დაწყებული კანბერამდე. ნება მიბოძეთ უფრო მეტი გითხრათ, მსოფლიო შედის ისეთ ეპოქაში,  როდესაც ქსელური სახელმწიფოები წამოიწევიან  წინა პლანზე, სომხეთს აქვს ყველა შესაძლებლობა გახდეს ასეთი. რუსეთმაც, თავის მხრივ, უნდა გადაწყვიტოს, თუ რა ტიპის სომხეთის ნახვა სურს”, – თქვა სომხეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სომხეთის მომავლის ორი სცენარი არსებობს. პირველი არის დასუსტებული და ძლიერ დამოკიდებული ქვეყანა, სადაც მუდმივი ბრძოლაა გავლენის ვიწრო ჯგუფების, ლიბერალების, ნაციონალისტების, რადიკალებისა და პოპულისტების მიერ, რომლებიც ცდილობენ თავი მოაწონონ  „უფროს ძმას“. მეორე არის ძლიერი სომხეთი, რომელიც იყენებს თავის ყველა რესურსს და პოტენციალს,რათა  გააძლიეროს მისი მოკავშირე, წინ წამოსწიოს ორივე ქვეყნის ინტერესები.

”ამასთან, ეს სამართლიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ქვეყანა მოკავშირის ინტერესების დაცვას აღიქვამს როგორც საკუთარი ინტერესების დაცვას. ისევე როგორც ეს ურთიერთობები ემყარება ნდობას და პროგნოზირებას”, – თქვა სარქისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button