საერთაშორისო

საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 578 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 438, პისიარტესტით – 12 140.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,09 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,47 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 287 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 426 გამოჯანმრთელდა, 3 858 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 233, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 129 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 285 პირი.

ამასთან, 8 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button