ეკონომიკა

სომხეთის ენერგეტიკული მომავალი ახალი დიდი ბირთვული ელექტროსადგურით თუ მცირე ბირთვული მოდულებით

15 მაისიდან სომხეთის ატომური  ელექტროსადგური აღარ იმუშავებს 141 დღის განმავლობაში. კომპანიის ფინანსური ნაპრალი  19,7 მილიარდ  დრამს შეადგენს.  მას აუნაზღაურებს მთავრობა. მისი პროექტი დღეს მთავრობის დღის წესრიგის  საკითხებს შორის იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში არსებული ატომური ელექტროსადგურის ხელახლა აღჭურვის საკითხები განიხილება, ახლის მშენებლობის საკითხი პრემიერ მინისტრმა  დააყენა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას. ამავდროულად, სომხეთში ექსპერტები ასევე განიხილავენ მცირე, მოდულარული ბირთვული ელექტროსადგურების აშენების თემას.

სომხეთი იმედოვნებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობით  სომხეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგური აშენდება სტრატეგიული ინვესტიციების გზით.

2020 წელს სომხეთის მთავრობამ უარი თქვა რუსულ სესხზე ატომური ელექტროსადგურის ხელახლა აღჭურვის მიზნით. ახლა ეს სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი რესურსებით.

როგორც სსუ ბირთვული ფიზიკის კათედრის ასისტენტმა სურენ ბზნუნიმ   „რადიოლურის“ კოეპოდენტს განუცხადა:   

„ამ დროისთვის სომხეთის ენერგეტიკული მომავალი ბირთვულ ენერგიას უკავშირდება, ამასთან, ჯერ გაურკვეველია, თუ რა სახის ატომური ელექტროსადგურის აშენებას აპირებს სომხეთი, დიდი და ძლიერი რეაქტორით, როგორიცაა მეწამორის ატომური ელექტროსადგური, თუ იგივე სიმძლავრე მიღებული იქნას  მოდულური გადაწყვეტილებებით. მსოფლიო ახლა  მოდულურ ბირთვულ ელექტროსადგურებს ირჩევს“.

ნახეთ მეტი
Back to top button