პოლიტიკა

ფაშინიანი: ბაქოს აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო სომხეთის ხარისხის გაუმჯობესება

მიზეზი იყო ის, რომ ჩვენმა მტრებმა დაინახეს, თუ როგორ ხდება სომხეთი სრულიად ახალი ქვეყანა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის სხდომაზე, 2020 წლის მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მისივე თქმით, ყველამ ნახა, თუ რა დაემართა სომხეთს 2019 წელს. „ეს იყო ღრმა სისტემური და არსებითი ცვლილებები სომხეთში, რაც ომის ერთ-ერთი მიზეზი გახდა“ – აღნიშნა ფაშინიანმა.

როგორც მან თქვა  რომ 2019 წელს სომხეთს ჰქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროპის რეგიონში. გარდა ამისა, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, სომხეთი აღიარებულია წლის ქვეყნად ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემლობების მიერ, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ეს რეფორმები, როგორც აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა  გაგრძელდება თანმიმდევრულად და ყოვლისმომცველად, მათ შორის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სფეროშიც.

ნახეთ მეტი
Back to top button