ეკონომიკამთავარი

ვიცე-პრემიერი. 220 მილიონი დოლარის ღირებულების მზა პროდუქტი თურქეთიდან შემოვიდა სომხეთში

სომხეთში თურქული წარმოშობის საქონლის შემოტანის აკრძალვამდე, თურქეთიდან იმპორტირებული იქნა 220 მილიონი დოლარის მზა პროდუქცია. ამის შესახებ 15 აპრილს, მთავრობის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.

მისივე თქმით, მთავრობა აპირებს აკრძალვის გახანგრძლივებას.

”ეს არის პოტენციური წარმოების მოცულობა, რომელიც მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ადგილი უნდა დაიკავონ ჩვენმა შიდა ეკონომიკურმა სუბიექტებმა”, – აღნიშნა გრიგორიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ არ დააწესეს ტექნიკისა და ნედლეულის იმპორტის აკრძალვა, რათა მწარმოებლებს დამატებითი პრობლემები არ შეუქმნან.

ნახეთ მეტი
Back to top button