ეკონომიკა

კონიაკმა „ნაირი“ მოიგო ოქროს მედალი ლონდონის ალკოჰოლური სასმელების კონკურსზე

ლონდონის ალკოჰოლური სასმელების მეოთხე კონკურსი ლონდონში 17 მარტს შედგა, სადაც კომპანია არარატის კონიაკმა „ნაირი“  ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ ტიპის უნიკალური კონკურსი ალკოჰოლურ სასმელებს აფასებს სამი კრიტერიუმის მიხედვით: ხარისხი, ფასი და გარეგნობა.

წელს, მონაწილეების ფართო სპექტრით, წარმოდგენილი იყო მდიდარი ალკოჰოლური სასმელების მთელი რიგი ქვეყნების ნიმუშები, მათ შორის საფრანგეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ესპანეთიდან, ირლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ. საერთაშორისო საკონკურსო კომისიამ ასობით ნიმუში შეისწავლა.

საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობით, კომპანია „არარატის“ კონიაკები, როგორც ჩანს, ადასტურებენ ნათქვამს  “მოვიდა, ნახა, გაიმარჯვა”.  ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოცაა და დამავალდებულებელიც. გარდა ამისა, „არარატ“- ისთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიცვალა დიზაინი, ძალიან სიმბოლური იყო საერთაშორისო კომისიის მიერ მისი გარეგნობისთვის მიღებული მაღალი შეფასება. ”მე ვფიქრობ, რომ ამ კონიაკის გამარჯვება რომელიც ატარებს სომხეთის პოეტურ სახელს, თითოეული ჩვენგანისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ოდესმე”, – ამბობს ზარუჰი სარიბეკიანი, ერევნის კონიაკის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

1967 წელს დაარსებულ კომპანია არარატის კონიაკმა „ ნაირი“  უკვე 30 მედალი დაიმსახურა  სხავასხვა კონკურსებზე.  

ნახეთ მეტი
Back to top button