მთავარიპოლიტიკა

„ნადავლის პარკის“ გახსნით ალიევი შეუერთდა ჰიტლერსა და სადამ ჰუსეინს : ედმონ მარუქიანის გამოსვლა ესპა-ზე

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის “ნათელი სომხეთის” ფრაქციის ხელმძღვანელმა ედმონ მარუკიანმა სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ეხებოდა ბაქოში გახსნილ “ნადავლის  პარკს”.

”2021 წლის 12 აპრილს აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ერთსაათიან რეპორტაჟში წარმოდგენილი იყო მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომისადმი მიძღვნილი მუზეუმი.  ამ კადრებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალევი, სამხედრო ფორმაში გამოჩნდა, ამაყად  დადიოდა, მუზეუმში აჩვენებდა სომხურ სამხედრო ტექნიკას და რეალური ზომის ცვილის  სომეხ ჯარისკაცებს დასცინოდნენ. ეგრეთ წოდებული “მეომრების პარკის” ცენტრალური ნაწილში  გრძელი ბილიკი იყო, რომელიც მოკლული და  დატყვევებული სომეხი ჯარისკაცების ჩაფხუტით იყო გაკეთებული. ეს ყველაფერი მოხდა არა უცნობ ქვეყანაში, არამედ ევროპის საბჭოს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, აზერბაიჯანში. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც აგრძელებს 200-ზე მეტი სომეხი სამხედრო ტყვეების უკანონოდ დაყოვნებას. გთხოვთ, ერთი წუთით გაეცნოთ ჩემს ფოტოებს. ეს არ არის წარსულის ფოტოები, მაგრამ დღეს გადაღებული სურათები, როდესაც თანამედროვე დიქტატორს ნორმალურად მიაჩნია ხალხის ჯაჭვით მიბმა, დამცირებული მოპყრობისა და წამების დემონსტრირება,  ერთ-ერთ ფოტოზე აზერბაიჯანელი ბავშვი თამაშობს სომეხი ჯარისკაცის რასისტულ  მულიაჟზე,  რომელიც, ალბათ, აწამეს აზერბაიჯანის ციხეში.

ამ სურათებით ჩანს, რომ აზერბაიჯანში სისტემური რასობრივი სიძულვილია სომხების მიმართ. ამ პარკის მოსანახულებლად რიგები დგას, რაც ამაზრზენი და მიუღებელია. ამით ალიევი  შეუერთდა ისეთ დიქტატორთა სიას, როგორიცაა ჰიტლერი და სადამ ჰუსეინი“- აღნიშნა მარუქიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button