მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და თურქეთს შორის არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი

სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა მართა აივაზიანმა.

”ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ისმის ეს კითხვა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, და დაგეგმილიც არ არის ”, – თქვა მან.

აივაზიანმა ასევე თქვა, რომ სომხეთის გენოციდის აღიარება რჩება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების მოგვარება არ შეიძლება ერთი მხარის, სომხეთის ხარჯზე.

”მე ვერ შევძლებ დავივიწყო გენოციდი, და 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი ხალხის სირთულეები, უბედურება და ისტორია განზე დავაყენო”, – აღნიშნა სარგსიანმა

მისივე თქმით, ამაზე ფიქრი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოწინააღმდეგე მხარე რაიმე ნაბიჯს გადადგამს გენოციდის აღიარებისკენ ან ბოდიშს მოიხდის.

ნახეთ მეტი
Back to top button