მთავარიპოლიტიკა

ქართული მხარე ცდილობს “მიმზიდველი” იყოს რეგიონის ქვეყნებისთვის. მელიქიანი

ქართველოლოგის, სრ-ის სახელმწიფო მართვის აკადემიის რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ მუშაკის ჯონი მელიქიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოც და სომხეთიც საპარლამენტო სახელმწიფოები არიან, მაგრამ ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს სერიოზული წარმომადგენლობითი როლი აქვთ, და ეს განსაკუთრებით აშკარაა საგარეო პოლიტიკის სფეროში.

”სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის ვიზიტი გასულ წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ ეპიდემიამ მას ხელი შეუშალა. ზოგადად, შარშან ჩვენთვის დანაკარგების წელი იყო, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში ნაბიჯები მიზნად ისახავს შედეგების შერბილებას. ამ წელს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების სფეროში არის უფრო აქტიური მუშაობის შესაძლებლობა, და პრეზიდენტის ვიზიტით რეალურად გაიხსნა ეს პერიოდი”, – აღნიშნა ქართველოლოგმა.

ჯონი მელიქიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების განახლების აუცილებლობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების კომპონენტის თვალსაზრისით, რადგან არცახის ომის შემდეგ ჩვენს რეგიონში ახალი რეალობები გაჩნდა.

ქართველოლოგის აზრით, არსებული გამოწვევების გარემოებაში, ქართული მხარე ცდილობს არანაირად არ ჩამორჩეს პროცესებს, რაც მას იძულებულს ხდის კავკასიის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის სომხეთისთვის იყოს მიმზიდველი და ხელი შეუწყოს  ერთობლივი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროგრამების განხორციელებას.

ნახეთ მეტი
Back to top button