მთავარიპოლიტიკა

ხუთი ქვეყნის ექსპერტებმა განიხილეს სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ შეთანხმების პროექტი

19 აპრილს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დასწრებით და ონლაინ ფორმატში გაიმართა ექსპერტთა მე -5 შეხვედრა, სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვის მიზნით. როგორც ,,არმენპრესს“ განუცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტში, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, საქართველოს, საბერძნეთის რესპუბლიკის და ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციები ესწრებოდნენ.

გახსნის სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგიკ ღალაჩიანი და სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე არმენ სიმონიანი.

”დელეგაციებმა მადლობა გადაუხადეს სომხეთის რესპუბლიკას შეხვედრის ორგანიზებისა და ეფექტური დისკუსიების ჩატარების შესაძლებლობისთვის. ხუთი მონაწილე ქვეყნის დელეგატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ინტერესი ხელშეკრულების შემუშავებისა და ხელმოწერის შესახებ ”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს თანახმად, შეხვედრაზე შეეხნენ შეთანხმების პროექტის წინა შეხვედრაზე შეუთანხმებელ დებულებებს. ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც ითვალისწინებს ექსპერტთა მორიგი შეხვედრის ბულგარეთის რესპუბლიკაში ჩატარებას “სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ” ხელშეკრულების პროექტის და დისკუსიების დასრულების მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button