
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის შემდეგ ის შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. ამის შესახებ პარლამენტის ბრიფინგზე განაცხადა, ეროვნული კრების ფრაქციის “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა არმან ეღოიანმა ჟურნალისტის დაკვირვებასთან დაკავშირებით, რომ კანონით პრემიერ მინისტრის გადადგომის შემთხვევაში ვიცე-პრემიერს უფლება აქვს შეასრულოს დროებითი მოვალეობა.
მან შეახსენა, რომ პრემიერ-მინისტრის თქმით, ის გადადგება აპრილის ბოლო ათი დღის განმავლობაში, დეპუტატმა ზუსტი დღე ვერ დაასახელა. არჩევნებზე წავა “სამოქალაქო ხელშეკრულების” ბლოკით თუ პარტიების ფორმატით, საკითხი ჯერ განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.







