მთავარისაზოგადოება

შესაძლებელი გახდება ერევნიდან თბილისში უფრო მალე ჩასვლა: ახალ პროექტზე მუშაობენ

სომხეთმა და საქართველომ განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება ერევნიდან თბილისში მატარებლით მგზავრობისას  დროის შემცირება. ინფორმაცია „Sputnik სომხეთთან“  საუბრისას მოგვაწოდა სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არმან ხოჯოიანმა.

”ეკონომიკის სამინისტრომ წამოიწყო არაერთი მსხვილი პროექტი, რომელთა განხორციელება შესაძლოა უახლოეს მომავალში მოხდეს. ისინი ჯერ კიდევ დახვეწის ეტაპზე არიან, მაგრამ მათ შესახებ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან უკვე ვისაუბრეთ”, – თქვა ხოჯოიანმა.

მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე ასევე დაინტერესებულია ამ პროგრამების ერთობლივი განხორციელებით. ერთ-ერთი მათგანი არის ერევანი-თბილისის მატარებლის სიჩქარის გაზრდა, რაც, ბუნებრივია, უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს შეუქმნის ორივე ქვეყანას.

ხოჯოიანმა სხვა დეტალები არ მოგვაწოდა, მხოლოდ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არის გადადგმული მკაფიო ნაბიჯები.

ნახეთ მეტი
Back to top button