პოლიტიკა

აზერბაიჯანს აშშ სამხედრო დახმარება მიეცა პირობით: სურენ სარგსიანი

რა მიზნით და რა პირობებით მისცა  შეერთებულმა შტატებმა სამხედრო დახმარება აზერბაიჯანს 2001 წელს? ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტმა სურენ სარგსიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მან, კერძოდ, აღნიშნა.  „აშშ-ს  მიერ აზერბაიჯანისათვის გამოყოფილი  სამხედრო დახმარება  შემდეგ  მიზნებს ემსახურება:

1. მხარი დაუჭიროს აშშ-ს ძალისხმევას საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად;

2. აშშ-ს სამხედრო ან კოალიციური პარტნიორების ოპერატიული მზადყოფნის მხარდაჭერა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;

3. აზერბაიჯანის საზღვრის (ირანის საზღვაო საზღვარი) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დახმარება გაიცა შემდეგი პირობით:

1. დახმარებამ  არ უნდა დააბრკოლოს და  ხელი შეუშალოს  სომხეთის  მცდელობებს სომხეთსა   და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დარეგულირების მოლაპარაკებების ძალისხმევებში და არ უნდა იქნას გამოყენებული სომხეთის წინააღმდეგ შეტევის მიზნით .

გაითვალისწინეთ, რომ ბუშ უფროსის მმართველობაში მიღებულ 907 რეზოლუციას 10 წლის შემდეგ  ბუში უმცროსი გვერდს აუვლიდა ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით. გარდა ამისა, რომ ახლა შეიცვალა საერთაშორისო ვითარება, ჩვენ ნაყოფიერი საფუძველი გვექმნება  ამ თანამშრომლობის გაუქმებისათვის“, – წერს ექსპერტი.  

ნახეთ მეტი
Back to top button