საერთაშორისო

სააკაშვილის განჭვრეტით, წელს საქართველოში მთავრობა შეიცვლება

Deutsche Welle – სთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, წელს საქართველოში შეიცვლება მთავრობა და ის და მისი პოლიტიკური ძალა მოემზადებიან, რომ სამუშაო დაასრულონ.

”ვფიქრობ, რომ წელს საქართველოში მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ევროპელები ჩაერივნენ. მიღწეული შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებისგან შორს არის, არ ხსნის რეფერენდუმის საკითხს, საქმე ეხება თითქმის შემოდგომაზე მთავრობის შეცვლას. ამიტომ, ჩემი აზრით, მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მოვემზადებით საკითხის დასრულებისთვის, ნებას არ მიოვცემთ გაანადგურონ ქვეყანა”, – თქვა სააკაშვილმა.

კითხვაზე, მოექცევიან მას ისევე,  როგორც ნავალნის რუსეთში, სააკაშვილმა უპასუხა, რომ დიახ, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმაოდ მობილიზებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button