საზოგადოება

ვაქცინირებული ადამიანები არ ჩააბარებენ ტესტს სომხეთში შესვლისას

მათ, ვისაც აქვს ორი დოზა კორონავირუსის ვაქცინაციის სერთიფიკატი, მწვანე პასპორტი, აღარ სჭირდებათ დამატებითი PCR ტესტის ჩატარება სომხეთში შესასვლელად. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანაჰიტ ავანესიანმა აღნიშნა, რომ ეს არის მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში შესასვლელად. ”სხვა ქვეყნების პოლიტიკა დროთა განმავლობაში იცვლება. თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, როცა მიემგზავრებით სხვა ქვეყანაში, უნდა იცოდეთ რას მოითხოვს ის ქვეყანა, სადაც მიდიხართ.  მიგვაჩნია, რომ ზოგიერთ ქვეყანას უკვე აქვს ისეთი პოლიტიკა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატი აადვილებს პროცესს, დადგება დრო, როდესაც ეს იქნება საზღვრის გადაკვეთის ერთადერთი დასაშვები გზა.  მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, დროს არ ჩამოვრჩეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები ზედმეტი გამოკვლევებისგან და ფულის დახარჯვისგან დავიცვათ“, – თქვა ანაჰიტ ავანესიანმა და დასძინა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დეტალურადაა განთავსებული, თუ როგორ უნდა ჩამოტვირთოთ პროგრამა და როგორ გამოიყენოთ იგი.

ნახეთ მეტი
Back to top button