მთავარიპოლიტიკა

ომბუდსმენი: სამხედრო ტყვეების წამება და არასათანადო მოპყრობა ბაქოს სახელმწიფო პოლიტიკის გამოხატულებაა

ყარაბაღის  ბოლო ომის დროს აზერბაიჯანული მხარის მიერ სამხედრო ტყვეების წამება და არასათანადო მოპყრობა არა მხოლოდ ცალკეული  პირების დანაშაულია, არამედ აზერბაიჯანის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე განაცხადა სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა, რესპუბლიკის სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2020 წელს შესრულებული მუშაობის წლიური ანგარიშის განხილვისას.

მისი თქმით, ომის დროს, აკრძალული იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენების დაქირავებული ჯარისკაცების აყვანა, წამება და ძალადობის სხვა ფორმების გარდა, კიდევ უფრო გამწვავდა  ერთი სერიოზული პრობლემა – აზერბაიჯანში სიძულვილის და მტრობის პროპაგანდა, რაც დღეს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ფაშიზმს შევადაროთ.

ნახეთ მეტი
Back to top button