
17 მაისს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის დირექტორთან, გენერალ-პოლკოვნიკ იგორ კონსტანტინოვთან. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.
განიხილეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ეფს საზღვრის დაცვის სამსახურის სამხედრო ჯგუფს “სომხეთს” შორის თანამშრომლობის მთელი რიგი საკითხები.







