კულტურამთავარი

აზერბაიჯანის მიერ სომხური კულტურული და რელიგიური ადგილების წაბილწვის ფაქტები აშშ-ს ახალ მოხსენებაში

აზერბაიჯანში რელიგიური თავისუფლების შესახებ მოხსენებაში აშშ- ს საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისია მიუთითებს სომხეთის კულტურული და რელიგიური ადგილების ვანდალიზმზე იმ ადგილებში, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა არცახის მეორე ომის შემდეგ.

„სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლები, სასულიერო ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები  გამოხატავენ  შეშფოთებას სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხში იმ ტერიტორიებზე, რომლებიც  აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა”, – ნათქვამია მოხსენებაში.

ციტატა მოყვანილია Human Rights Watch- ის მოხსენებიდან, სადაც ნახსენებია 8 ოქტომბერს აზერბაიჯანული ძალების მიერ შუშის წმინდა მაცხოვრის ეკლესიის დაბომბვა. ”შემთხვევის ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ორი ზეზუსტი რაკეტა იქნა გამოყენებული ეკლესიის მიმართულებით. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეკლესია სამხედრო მიზნებისთვის იყო გამოყენებული. პრეზიდენტმა ალიევმა26 ოქტომბრის ინტერვიუში უარყო ეკლესიის დაბომბვა და თქვა, რომ იგი შემთხვევით დაიბომბა ან სომხებმა დაბომბეს და აზერბაიჯანს აბრალებენო.

”ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ლიდერებმა რუს სამშვიდობოებს სთხოვეს დაეცვათ შუა საუკუნეების რელიგიური ძეგლის დადივანქის მონასტერი ქელბაჯარის [ქარვაჭარის] რეგიონში”, – ნათქვამია მოხსენებაში.

კომისიამ ასევე ისაუბრა შუშის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის (ცნობილია „მწვანე საყდრის“ სახელითაც)  გუმბათის და სამრეკლოს განადგურებაზე.  ასევე არსებობს ვიდეოები, სადაც ჯარისკაცები შეურაცხყოფენ და აზიანებენ მეხაკავანში  წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას.

ნახეთ მეტი
Back to top button