მთავარისაზოგადოება
დღეს საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 357

,,მთავარი არხი” წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 337 961
- გამოჯანმრთელებულია – 319 956
- გარდაცვლილია – 4 639
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9 598, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 095 PCR ტესტით – 4 503
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,04%, ბოლო 14 დღის – 3,99% , ბოლო 7 დღის – 4,19%
- კარანტინის რეჟიმში – 91
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 161
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 667
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 12, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 167 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 148 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,4 მილიონზე მეტი.







